28 მარტი - 3 აპრილი
2022
საწყისი ორგანიზატორები&კონტაკტი

მხატვრული რეწვის ევროპული დღეების ორგანიზატორები საქართველოში

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (GACC)

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი დაფუძნდა 1995 წ. როგორც არამომგებიანი (არაკომერციული) ორგანიზაცია. იგი ასევე წარმოადგენს ევროპა ნოსტრას ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. ცენტრი ასევე არის ტრადიციული რეწვის ევროპის საბჭოს წევრი და იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის კონვენციის აკრედიტებული NGO.

ცენტრის მისიაა საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და მდგრადი გამოყენება; საქართველოში კულტურული ინდუსტრიების, მათ შორის შემოქმედებითი და გამოცდილებითი ტურიზმის, განვითარების ხელშეწყობა. GACC-ში მიმდინარე ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას კულტურული ინდუსტრიების და ტრადიციული რეწვის განვითარების პროგრამა წარმოადგენს, რომლიც მიზანია ტრადიციული რეწვის სექტორის დაცვა და განვითარება. პროგრამა მიზანდ ისახავს ტრადიციული რეწვის ტრადიციების შენარჩუნებას, მათ გადაცემას მომავალი თაობებისთვის. მისი მდგრადი გავითარების მიზნით ცენტრი ახორციელებს აქტივობებს სექტორის ინსტიტუციონალური და ეკონომიკური საფუძვლების გაძლიერების, რეწვის სფეროში მოღვაწე ოსტატებისა და საწარმოების უნარების ამაღლების, კვლევების განხორციელების, საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის და განვითარების, მარკეტინგის, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის განვითარების კუთხით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი, ნიკო ნიკოლაძის 7, თბილისი, 0108, საქართველო
საკონტატო პირი: ლიკა იმერლიშვილი
მობ: +995 555455843
ელ-ფოსტა: lika@gaccgeorgia.org
ვებ-გვერდიe: www.gaccgeorgia.org

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს ტრადიციების სიცოცხლისუნარიანობას და ამ სფეროში მოღვაწე ოსტატებს, ორგანიზაციებსა და ტრადიციული რეწვის ქომაგებს შორის თანამშრომლობას.

ასოციაცია დაარსდა 2015 წელს და მისი მიზნებია: ტრადიციული რეწვის სექტორის პოპულარიზაცია და საზოგადოებაში ოსტატების სტატუსის ამაღლება.; ტრადიციული რეწვის სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინირება.; განათლების სისტემაში ტრადიციული რეწვის დარგების ინტეგრირება, ახალგაზრდობის ჩართულობის უზრუნველყოფა, დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლების ცენტრების შექმნა; სამთავრობო სტრუქტურებთან რეწვის ოსტატთა ინტერესების დაცვა და სამოქმედო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ტრადიციული რეწვის სფეროში კვლევების წარმოება; ფონდების მოძიება და ტრადიციული რეწვის სექტორის ტექნიკური მხარდაჭერა.


საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: აკ. ხორავას 9, თბილისი, 0179, საქართველო
საკონტაქტო პირი: ანა შანშიაშვილი
მობ: +995 593 663821
ელ-ფოსტა: info@crafts.ge;
ვებ-გვერდი: www.crafts.ge