28 მარტი - 3 აპრილი
2022
საწყისი ორგანიზატორები&კონტაქტი

მხატვრული რეწვის ევროპული დღეები საქართველოში

მხატვრული რეწვის ევროპული დღეები (Journées Européennes des Métiers d’Art, JEMA/EACD) რეწვის სექტორის უმთავრესი ღონისძიებაა ევროპის მასშტაბით, რომელიც წელს მეთექვსმეტედ გაიმართება. ღონისძიება, მიზნად ისახავს დარგის განვითარებასა და ცნობადობის ამაღლებას ევროპაში, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, მედიასა და ადგილობრივ ხელმძღვანელობას. მხატვრული რეწვის ევროპული დღეები დაარსდა 2002 წელს, საფრანგეთში, ბიენალეს ფორმატით. ღონისძიება თავდაპირველად საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობისა და მრავალფეროვნების აღსანიშნავად ჩამოყალიბდა. კვირეული დაარსდა French Savoire-Faire Institute-ს მიერ (Institut National des Métiers d’Art, INMA) და ღიაა საზოგადოებისათვის, ისევე, როგორც გამოფენების, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების გასამართად. 2011 წელს მხატვრული რეწვის ევროპული დღეები ყოველწლიურ ღონისძიებად ჩამოყალიბდა და 2012 წლისათვის ევროპის 15-20 პარტნიორი ქვეყანა მოიცვა. 2022 წელს ევროპის კვირეულს პირველად შეუერთდება საქართველო და ღონისძიებას კოორდინირებას გაუწევს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია. მხატვრული რეწვის ევროპული დღეების მეთექვსმეტე კვირეული გაიმართება 2022 წლის 28 მარტიდან 3 აპრილამდე. კვირეულის ქართულ პროგრამას შეუერთდებიან ქართველი რეწვის ოსტატები და კულტურის სფეროს წარმომადგენელი ორგანიზაციები. 2022 წლის კვირეულის სლოგანია „ვქმნით უნისონში“ (‘Our hands in unison’). www.gaccgeorgia.org სრული პროგრამა იხილეთ: https://www.journeesdesmetiersdart.fr/retrouvez-toute-la-programmation-de-nos-partenaires-europeens

ღონისძიებები
მუზეუმები

29 მარტი
საქართველოს ეროვნული მუზუემი/ ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმი
ტური სარესტავრაციო ლაბორატორიაში
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ. #3, 0105, თბილისი, საქართველო;
ტელ: 593663821
საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე დაფუძნდა. ის 1852 წელს თბილისში დაარსებული ”კავკასიის მუზეუმის” სამართალმემკვიდრე და ქვეყნის ხანგრძლივი სამუზეუმო ტრადიციების გამგრძელებელია.აქ გაერთიანებულია თბილისში მდებარე რამოდენიმე მუზეუმი, რეგიონის მუზეუმები, სახლ-მუზეუმები და სამეცნიერო ცენტრები და საცავები. მუზეუმში მოსულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება დაესწროს სპეციალურ ტურს სიმონ ჯანაშიას ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესახებ.


1 აპრილი
31 მარტი
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
უფასო ტური და მასტერკლასი მუზეუმის ტექსტილის სახელოსნოში
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
მისამართი: გიორგი ცაბაძის ქ. #6, თბილისი, 0105, საქართველო;
ტელ: 032 234 09 63
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის — დაარსდა 1887 წელს და წარმოადგენდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ნაწილს. მუზეუმში დაცულია მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული კოლექცია. მუზეუმში ფუნქციონირებს ქსოვილის სახელოსნო, რომელიც ვიზიტორებს შესთავაზებს ჟაკარდული ქსოვის მასტერკლასს.

29 მარტი - 2 აპრილი
უფასო ტური თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმში
მისამართი: ალ. გრიბოედოვის 22, თბილისი,
0108, საქართველო;
ტელ: 593 478 164
აკადემიის ისტორიული შენობა მე-XIX საუკუნის 50-იან წლებშია აგებული და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. მასში თავმოყრილია ევროპული და აღმოსავლური არქიტექტურის ნიშან-თვისებები. ამ ძეგლის მთავარ ღირსშესანიშნაობას ირანიდან სპეციალურად ჩამოყვანილი ყაჯარი ოსტატების მიერ შემკული ე.წ. სარკეებიანი დარბაზები წარმოადგენს, რომლებიც აღმოსავლური სასახლეების ინტერიერებისთვის დამახასიათებელი დეკორით მდიდრულადაა მორთული. მუზეუმში მოსულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება დაესწროს სპეციალურ ტურს და გაეცნოს სამხატვრო აკადემიის მუზეუმის კოლექციებს

28 მარტი - 3 აპრილი
არტ გალერეა ვაკე
ქართული მხატვრული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა
სამუშაო საათები: 14:00 - 18:00
მისამართი: ირაკლი აბაშიძის ქ # 47, 0162, თბილისი
ტელ: +995 593933212
სამხატვრო გალერეა ვაკე მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში. გალერეის მუდმივმოქმედი გამოფენა გთავაზობთ ექსკლუზიურ ნამუშევრებს მრავალი მიმართულებით: ტიხრული მინანქარი, მინიატურული ქანდაკებები, მხატვრული მინა, ხის და ბრინჯაოს ნიმუშები და ინტერიერის დეკორი. გალერეაში მოსულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ თანამედროვე ქართული გამოყენებითი ნამუშევრები.

28 მარტი - 3 აპრილი
გალერეა შარდენი
ქართული მხატვრული სამკაულის გამოფენა
სამუშაო საათები: 12:00 - 18:00
მისამართი: სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, რუსთაველის გამზ. 13 , 0108, თბილისი;
ტელ: +995 599559220
გალერეა შარდენი დაარსდა 1998 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა - თანამედროვე ქართული სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების პოპულარიზაცია. გალერეა წარმოადგენს მაკა ჭიჭინაძის, ხათუნა ბეჟუაშვილის, ია ფირცხალავას, სოფო გონგლიაშვილის და სხვათა ნამუშვრების გამოფენას.

28 მარტი - 3 აპრილი
გალერეა 27
ქართული მხატვრული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა
სამუშაო საათები: 12:00 - 19:00
ნინო ყვავილაშვილის ბატიკის ვორქშოფი
2-3 აპრილი 13:00 - 16:00
მისამართი: ბეთლემის ქ. 3, თბილისი;
ელ: +995 599 01 41 87
გალერეა 27 - ხელნაკეთი ნამუშევრების მაღაზიაა, რომელიც 2013 წლიდან ფუნქციონირებს. აქ წარმოდგენილია თავად დამფუძნებლის, მხატვარ ნინო ყვავილაშვილის, ასევე 100 - ზე მეტი ადგილობრივი მხატვრისა და ხელოსნის ნამუშევარი, როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს რეგიონებიდან. გალერეა ცდილობს მოიძიოს და ერთ ჭერქვეშ მოათავსოს სხვადასხვა მასალასა და ტექნიკაში შესრულებული გამორჩეული ნამუშევრები. გალერეა 27 - ის მიერ ორგანიზებულ ნინო ყვავილაშვილის ბატიკის მასტერკლასზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია - თქვენ ნამუშევრის შექმნის თანამონაწილენი გახდებით.

28 მარტი - 3 აპრილი
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა “ქართველი ხელოვანები უკრაინისთვის”
სამუშაო საათები: 12:00 - 19:00
მისამართი: თბილისი მოლი, III სართული, აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ. თბილისი;
ტელ: +995 577109955
არტტენტი არის არტ პრეზენტაციებისა და გაყიდვების ინოვაციური პლატფორმა, სადაც წარმოდგენილია ცნობილი ქართველი და საერთაშორისო ხელოვანების, ისევე როგორც ახალგაზრდა ნიჭიერი არტისტების საუკეთესო ნამუშევრები. გალერეა არტტენტი თბილისი მოლში გთავაზობთ ხატვის პერსონალურ და ჯგუფურ გაკვეთილებს, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილთათვის. აქ დაგხვდებათ მშვიდი და ფერადი გარემო, სადაც შეძლებთ თქვენი ფანტაზიები რეალობად აქციოთ.


28 მარტი - 3 აპრილი
სამუშაო საათები: ორშ. 11:00 -07:00, კვირა 11:00 -07:00
მისამართი: გ.ახვლედიანის ქ #15 , თბილისი, 0108, საქართველო;
ტელ: ++995 598874455
სამხატვრო გალერეა „არტ ისტი“ საქვეყნოდ ცნობილი, პოპულარული ავტორების გარდა, გალერეა მუშაობს ახალგაზრდა მხატვრებთან, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან, ეძებს ახალ ტალანტებს და უწყობს ხელს მათ მომავალ განვითარებაში. გალერეაში მოსულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ ქართველი მხატვრების ნამუშევრები.


28 მარტი - 3 აპრილი
თიხით ძერწვის მასტერკლასი
ხელოვნების სკოლა-სტუდია „არტ ისტი“
სამუშაო საათები: კვირა 3:15-4:15
მისამართი: გ.ახვლედიანის ქ #15 , თბილისი, 0108, საქართველო,
ტელ: ++995 598874455
ხელოვნების სკოლა-სტუდია „არტ ისტი“ დაარსდა 2014 წელს. სახელოსნო მუშაობს სხვადასხვა კერამიკულ ტექნიკაში, ძერწვა, ჩამოსხმა, კერამიკის მოხატვა და მოჭიქურება. აქ მოსულ ვიზიტორს სახელოსნო შესთავაზებს კერამიკაზე მუშაობის მასტერკლასებს.

სტუდიოები და სახელოსნოები

29 მარტი
სახელოსნო „ქათამურა“
ცხოველების ხის ფიგურების დამზადების მასტერკლასი
ვორქშოფის საათები: 14:00 - 18:00
მისამართი: ერისთავ-ხოშტარიას ქ. # 39, 0162, თბილისი, საქართველო; ტელ: +995 598797219
სახელოსნო "ქათამურა“ დაარსდა 2017 წელს. მისი მთავარი თემაა საქართველოს ველური ბუნება; ძუძუმწოვრების, ფრინველების, ამფიბიების, ქვეწარმავლების და მწერების სახეობების აღწერა. სახელოსნო გთავაზობთ საქართველოს ველური ბუნების ფაუნის ფიგურების შექმნის მასტერკლასს.


30 მარტი
სახელოსნო „კებზარი“
ვიდეოს ჩვენება, ვერცხლის მხატვრული დამუშავების მასტერკლასი
ვორქშოფის საათები: 14:00 - 18:00
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის ქ. # 18, 0105
კებზარი დაარსდა 2018 წელს. სახელოსნოსთან ერთად არსებულ მაღაზიაში, გაერთიანებულია ბრენდის სრული კოლექცია. კებზარი სახელოსნოში მოსულ სტუმარს სთავაზობს ვიდეოს და ისტორიული სამკაულების შექმნის პროცესის ჩვენებას.

28 მარტი
კერამიკის შემოქმედებით სახელოსნო White Studio
უფასო ტური ქიმერიონში და White Studio-ს გალერეაში - 15:00 - 16:00
კერამიკოსი მალხაზ შველიძის ვორქშოფის საათები: 18:00 - 19:00
მისამართი: რუსთაველის გამზ. 17, 0108, თბილისი, საქართველო;
ტელ: +995 577407047
კერამიკის შემოქმედებითი სახელოსნო White Studio – აერთიანებს ქართველ კერამიკოსებსა და მხატვრებს, რომლებიც ქმნიან საავტორო ნამუშევრებს ქართული თეთრი თიხითა და მაღალი ხარისხის უცხოური მასალით. სხვადასხვა მხატვრის ხელწერით და მსოფლიოში გავრცელებული თანამედროვე ტექნოლოგიებით მზადდება დეკორატიული და გამოყენებითი ნაკეთობები ინტერიერისა და ექსტერიერისათვის.

28 მარტი - 3 აპრილი
ტექსტილის სამხატვრო სტუდია SILKROOM
სამუშაო საათები: 13:00 - 19:00
2 აპრილი - ეკა ხუნწარიას აბრეშუმის მოხატვის მასტერკლასი
ვორქშოფის საათები: 14:00 - 16:00
მისამართი: მიხეილ ზანდუკელის ქ. 7, თბილისი, 0108, საქართველო
ტელ: +995 577 72 15 68
SILKROOM” - “აბრეშუმის ოთახი” ტექსტილის სამხატვრო სტუდიაა, რომელიც 2017 წელს მხატვარმა ეკა ხუნწარიამ დააარსა. სტუდია. "SILKROOM”-ში გამოფენილია აბრეშუმზეშერეული ტექნიკით შექმნილი ნამუშევრები : კედლის პანოები, შირმები, სანათები, თავშლები.
"SILKROOM”-ის კარი ყველასთვის ღიაა!

1, 2 აპრილი
კერამიკის შემოქმედებითი სახელოსნო CeramicArt
მასტერკლასები კერამიკის მოყვარულთათვის
სამუშაო საათები: 12:00-16:00
მისამართი: ჭოველიძის ქ. 12, თბილისი, 0108, საქართველო
ტელ: +995 593335677; +995 593506101
CeramicArt დაარსდა 2006 წელს. წარმოადგენს ორი კერამიკოს არტისტის - ანა ჯაფარიძის და ნინო კოპალაძის გაერთიანებულ სივრცეს, სადაც იქმნება შემოქმედებითი და ფუნქციური კერამიკა. სახელოსნოში მუშაობა ხდება სხვადასხვა ტექნიკებით (ჩარხზე ამოყვანა, ხელით ამოშენება, პლასტებით შენება, ყალიბებში ამოწნეხა, ჩამოსხმა...) CeramicArt უერთდება მხატვრული რეწვის ევროპულ დღეებს და გთავაზობთ ფილის დამზადების უფასო მასტერკლასს და ვორკშოპს მონოპრინტის ტექნიკით.

2 აპრილი
სახელოსნო „ესტია“
სააღდგომო კვერცხების მოხატვის მასტერკლასი
სამუშაო საათები: 14:00-18:00
მისამართი: წინამძღვრიშვილი ქ. #60, თბილისი, 0102, საქართველო; ტელ: +995 599981550
კერამიკული სახელოსნო „ესტია“ დაარსდა 2014 წელს. სტუდიაში შექმნილი ნამუშევრები შთაგონებულია ქართული ტრადიციული კერამიკის, ლიტერატურის, ტექსტილითა და ანბანით. სახელოსნო მუშაობს სხვადასხვა კერამიკულ ტექნიკაში, მათ შორის ჩარხზე ამოყვანა, ძერწვა, ჩამოსხმა, კერამიკის მოხატვა და მოჭიქვა. აქ მოსულ ვიზიტორს სახელოსნო შესტავაზებს კერამიკაზე მუშაობის და სააღდგომო კვერცხების მოხატვის მასტერკლასებს.

30 მარტი , 1 აპრილი
ტყავის აქსესუარების დიზაინერის - იკო ყიასაშვილის მასტერკლასი
ვორქშოფის საათები: 14:00 - 16:00
მისამართი: ბესიკის ქუჩა 24,თბილისი, საქართველო
ტელ: +995 599 555 260
მხატვრული რეწვის ევროპული დღეების ფარგლებში, იკო ყიასაშვილის ტყავის სახელოსნო გიწვევთ სახელოსნოს ტურზე, სადაც ვიზიტორს შეუძლია დაათვალიეროს პროდუქცია, ასევე გაეცნოს მასალას და დამზადების პროცესს. ტური მოიცავს: • მინი პრეზენტაციას სახელოსნოს შესახებ; • მოდელების თარგებზე მუშაობას; ჭრის და გრავირების აპარატთან მუშაობას; • ტყავის დამუშავების პროცესის შესწავლას; •ტურის მონაწლეების მიერ ტყავის აქსესუარის დამზადება, რომელსაც მიიღებენ საჩუქრად.

3 აპრილი
ხელოვანთა საერთაშორისო გილდია
ციალა გიგაურის და ხათუნა გაბრიჩიძის მასტერკლასები მინანქრის მოყვარულთათვის - 12:00-15:00
მისამართი: ც. დადიანის ქ. 134, თბილისი, 0180 , საქართველო
ტელ: +995 593285503; +995 599919752
ხელოვანთა საერთაშორისო გილდია დაარსდა რამდენიმე მეგობრის გამოცდილების საფუძველზე, ჩვენ გავაერთიანეთ ჩვენი განსხვავებული იდეები , საერთო ხედვა და ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. სახელოსნო ღიაა ხელოვნების მოყვარულთათვის ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11-00-დან 18:00 საათამდე, გთავაზობთ სამოყვარულო გაკვეთილებსა და მასტერკლასებს ქართული ტრადიციული ხელოვნების სხვადასხვა დარგში.

ბათუმი

3 აპრილი
ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო"უფასო ტური მუზეუმში და ხეზე კვეთის მასტერკლასი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
მისამართი: კახაბრის დასახლება, მიხეილ შარაშიძის ქ. #14, ბათუმი; ტელ: +995 599 27 34 70
მუზეუმში - "ბორჯღალო" წარმოდგენილია აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტები, ხალხური რეწვის დარგები, აგრარული მეურნეობა, ყოფითი ცხოვრება (ფოლკლორული სიმღერის თანხლებით) და სხვა. ასევე მუზეუმის დამფუძნებლის, ქემალ თურმანიძის ხეზე კვეთილობის ნაკეთობები და სახელოსნო. მუზეუმი ვიზიტორებს შესთავაზებს მუზეუმის უფასო ტურს და ხის მხატვრული დამუშავების სახელოსნოს დათვალიერებას


3 აპრილი
სახელოსნო “ანდამატი“
თიხით ძერწვის მასტერკლასი
ვორქშოფის საათები: 12:00 - 18:00
მისამართი: ხარიტონ ახვლედიანის ქ. 19, ბათუმი
ტელ:: +995 593240865
სტუდია "ანდამატი" ბათუმში უკვე 21 წელია რაც არსებობს. სახელოსნოში მთავარი მიმართულება კერამიკაა, თუმცა აქ ასევე ისწავლება ფერწერა, გრაფიკა. სტუდია სახელოსნოში მოსულ ვიზიტორს სთავაზობს კერამიკაზე ძერწვის მასტერკლასს.

გორი და დედოფლისწყარო

23 მარტი - 2 აპრილი
გიორგი ტატულაშვილის მუზეუმ-სახელოსნო
სამუშაო საათები: 12:00 - 18:00
1 აპრილი - გიორგი ტატულაშვილის კერამიკის ვორქშოფი
ვორქშოფის საათები: 12:00 - 15:00
მისამართი: ეგნატე ნინოშვილის ქ. 10, გორი, შიდა ქართლი
ტელ: +995 599 27 55 68
გიორგი ტატულაშვილი ხალხური კერამიკის ოჯახური ტრადიციის წარმომადგენელია. კერამიკის წარმოების ტრადიცია უკვე მეოთხე თაობას გადაეცა. ოსტატის ნამუშევრებში შედის თასები, დოქები, ქილები, ღვინის ჭურჭელი სხვა. ტატულაშვილის სახელოსნო ვიზიტორებს სთავაზობს ტურსა და კერამიკის ვორქშოპს

30 მარტი
ნინო ბახუტაშვილის სახელოსნო „ფესვები“
ფარდაგის და გობელენის ქსოვის მასტერკლასი
ვორქშოფის საათები: 14:00 – 17:00
მისამართი: ცხრა ძმის ქუჩა 18, დედოფლისწყარო, (კახეთი);
ტელ: +995 599 12 10 37
სახელოსნო „ფესვები“ შეიქმნა 2006 წელს, მისი შექმნის მთავარი მიზანი იყო ისტორიულ ეთნოგრაფიულ წყაროებზე დაყრდნობით ტრადიციული ქართული ფარდაგის აღდგენა -განვითარება. ჯგუფის წევრები ფლობენ ფარდაგის ქსოვის ტექნიკას, რომელიც იქსოვება ბუნებრივ საღებავებში შეღებილი შალის ძაფით. ამავე ტექნიკით ქმნიან ჩანთებსა და სხვადასხვა აქსესუარებს, რომლებიც გაფორმებულია ნატურალური ტყავით

2 აპრილი
ნუკრიანის არტ რეზიდენცია ArtTent
პაპიე მაშეს მასტერკლასი მატილდა მიურატთან ერთად
ვორქშოფის საათები: 13:00 - 17:00
მისამართი: სოფ. ნუკრიანი, მე-40 კმ., სიღნაღი, (კახეთი) საქართველო ტელ: +995 577109955
ნუკრიანის არტ რეზიდენცია კახეთში, გალერეა არტტენტის ახალი შემოქმედებითი პროექტია, რომლის მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ ნუკრიანში მოიზიდოს სტუმრები, მოგზაურები, ადგილობრივი და საერთაშორისო ხელოვანები და ხელოვნების მოყვარულები.

ქვემო ქართლი

2 - 3 აპრილი
ბოლნისის მუზეუმი/საქართველოს ეროვნული მუზეუმი
მუზუემის ტური და ვიზიტი ქვემო ქართლის სახელოსნოებში
მისამართი: სულხან-საბა ორბელიანის ქ. 95, ბოლნისი, საქართველო

2 - 3 აპრილი
ხალიჩების სახელოსნო reWOVEN
ხალიჩის ქსოვის მასტერკლასი
ხალიჩების მქსოველები სოფელ ქოსალარიდან ქვემო ქართლში დარჩენილი ბოლო მქსოველები არიან რომლებიც აგრძელებენ ბორჩალოური ხალიჩის ქსოვის ტრადიციას.

2 - 3 აპრილი
ოთარ შარაბიძის კერამიკული
სახელოსნო, მასტერკლასი
მისამართი: თეთრიწყარო, აღმაშენებლის ქ. # 47
ტელ: +995 593685095
ოთარ შარაბიძე თეთრიწყაროში მცხოვრები ერთ-ერთი გამორჩეული ოსტატია. მის სახელოსნოში იქმნება თანამედროვე სტილის მოჭიქული ჭურჭელი - ჩაიდნები, ჭიქები, თეფშები, ასევე დეკორატიული კომპოზიციები და სკულპტურები. თითოეული ნამუშევარი ინდივიდუალური და ექსკლუზიურია.


2 - 3 აპრილი
საეკლესიო ზარების სახელოსნოს დათვალიერება
მისამართი: სოფ. ასურეთი; ტელ: +995 599 16 92 73
საეკლესიო ზარების ოსტატის, ლევან მეტრეველის სახელოსნო ქვემო ქართლში ერთ-ერთი გამორჩეული სივრცეა, სადაც იქმნება დიდი ზომის ჩამოსხმული ზარები, გუმბათის ჯვრები, ბარძიმები, ბრინჯაოს ქანდაკებები. ოსტატის მიერ შექმნილი თითოეული ნამუშევარი ინდივიდუალურია.